top_leaderboard
left_sabechdi

ისტორიაში პირველად ქართველი ქალი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია

ისტორიაში პირველად ქართველი ქალი მოჭიდავე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა მოჭიდავე მირანდა კაპანაძემ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აქამდე, საქართველოს ქალთა ეროვნულ და არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს, ქალთა ჭიდაობაში, ამ რანგის შეჯიბრებაზე ჩემპიონი არ ჰყოლია.

მირანდა კაპანაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალის გზაზე ჩეხი ლანა პეზიჩი (8:0), ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი დოლჟონ ცინგუევა (8:6) და აზერბაიჯანელი ფიდან ბაბაევა (8:0) დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი თურქ ოზლემ გურსოის (6:3) სძლია.

ასევე იხილეთ