ისნის რაიონის გამგებელმა ნიკა ელისაშვილმა რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები ოთხ მისამართზე დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოების ფარგლებში, არველაძის ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგდება, ყვარლის მოედნის და ვაზისუბნის IV მ/რ, 1 კვარტალი, კორპუსი N3-N5-ის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა, ხოლო შალვა დოლიძის ქ. N5-ის მიმდებარედ სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 880 000 ლარით ფინანსდება.