top_leaderboard
left_sabechdi

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგება

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.

„ ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე – ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც, თუმცა უფრო დეტალურად, სამომავლო გეგმებზე გვექნება საუბარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში”, – აღნიშნაირაკლი კობახიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წერილობითი ფორმით უკვე წარდგენილია. დოკუმენტი 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ასევე იხილეთ