top_leaderboard
left_sabechdi

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე: ეს კაცი კრიმინალია – ის, შესაძლოა, გახდეს მსჯავრდებული დამნაშავე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენი, შესაძლოა, მსჯავრდებული დამნაშავე გახდეს, როგორც კი თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან საპრეზიდენტო დებატებისას განაცხადა.

„ის ლაპარაკობს გასამართლებულ დამნაშავეებზე. თავად მისი შვილია ძალიან მაღალი დონის გასამართლებული დამნაშავე. მისი შვილი გასამართლებულია და სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ გასამართლდება. თუმცა მისმა იუსტიციის დეპარტამენტმა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ხანდაზმულობის ვადის ამოწურვა დაუშვა. ის, შესაძლოა, გახდეს მსჯავრდებული დამნაშავე, როგორც კი თანამდებობას დატოვებს. მან საშინელი რაღაცები გააკეთა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა ბაიდენს კრიმინალი უწოდა.

„ეს კაცი კრიმინალია, მე არაფერი ჩამიდენია არასწორი. ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც არის გაყალბებული და ამაზრზენი“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი აღნიშნა, რომ სცენაზე ერთადერთი დამნაშავე დონალდ ტრამპია.

„ერთადერთი გასამართლებული დამნაშავე ამ სცენაზე არის კაცი, რომელსაც ახლა ვუყურებ. გაიხსენეთ ყველა ის დანაშაული, რომელშიც ბრალი გაქვთ წარდგენილი და გაიხსენეთ ყველა სამოქალაქო ჯარიმა, რომელიც დაგაკისრეს. რამდენი მილიარდი დოლარის ჯარიმა გაქვთ? ქალის საჯარო სივრცეში შევიწროვებისთვის, მთელი რიგი ქმედებების ჩადენისთვის, მაგალითად, პორნოვარსკვლავთან სექსუალური კავშირისთვის მაშინ, როდესაც თქვენი მეუღლე ორსულად იყო? რაზე საუბრობთ? თქვენ ქუჩის კატის მორალი გაქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ტრამპმა პორნოვასკვლავთან კავშირის ბრალდება უარყო და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრა.

ასევე იხილეთ