top_leaderboard
left_sabechdi

CNN-ის გამოკითხვა: დებატებში ტრამპმა ბაიდენზე გაიმარჯვა

რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დებატებს უყურებდნენ, მიიჩნევს, რომ დისკუსია ტრამპის სასარგებლოდ დასრულდა. ამის შესახებ CNN ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.

გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ ტრამპმა საკუთარი პოზიციები უფრო მკაფიოდ გამოხატა, 33% კი ფიქრობს, რომ ბაიდენი უფრო დამაჯერებელი იყო. დებატების დაწყებამდე გამოკითხულების 55% ფიქრობდა, რომ ტრამპს უკეთესი გამოსვლა ექნებოდა, 45% კი ბაიდენზე დებდა ფსონს.

გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ არ არიან დარწმუნებულები ბაიდენის შესაძლებლობებში მართოს ქვეყანა, 44% კი ამბობს, რომ ამ მხრივ ტრამპის იმედი არ აქვთ. ამასთან, მაყურებელთა 36% ამბობს, რომ დარწმუნებულია ტრამპის შესაძლებლობებში მართოს ქვეყანა, ბაიდენი შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14%-ს შეადგენს.

გამოკითხვაში 565-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დებატებს უყურეს.

ასევე იხილეთ