left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: პრემიერის და სახელისუფლებო გუნდის სწორი გადაწყვეტილებების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო რეგიონში ლიდერია

“პრემიერის ანგარიში არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ჩვენს საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პროგრესზე და პერსპექტივებზე, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ, პრემიერის და სახელისუფლებო გუნდის სწორი გადაწყვეტილებების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო რეგიონში ლიდერია და ასე აქტიურ როლს თამაშობს ასეთ აქტიურ როლს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების და საინვესტიციო გარემოს მიმართულებით“, – აღნიშნა უმრავლესობის დეპუტატმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს საქართველოს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.

ასევე იხილეთ