left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას 

„აუცილებლად მოსასმენია მისგან, (პრემიერისგან) თუ როგორ აპირებს მთავრობა და მისი ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი, რომ მინიმუმ შევინარჩუნოთ ეს მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება და მაქსიმუმ, განვავითაროთ კიდევ უფრო”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პრემიერის პარლამენტში წლიურ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მართალია, გამოწვევებით სავსე პროცესებია მსოფლიოში, თუმცა გარკვეული თვალსაზრისით, ასევე ის პროცესებიც არის დაწყებული, რაც დიდ ქვეყნებს ინტერესის სფეროში აქცევს. მაგალითად ჩინეთი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე, ერთის მხრივ, პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას და მეორეს მხრივ, ჩვენი კითხვები იქნება მომართული სწორედ აქეთკენ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება.

 

ასევე იხილეთ