top_leaderboard
left_sabechdi

BBC: მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრებს £8.4 მილიონს აჩუქებს

ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების დაჯილდოებას ითვალისწინებს, BBC წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაკრებს პორტუგალიაზე გამარჯვების შემდეგ 8,4 გირვანქა სტერლინგს (30 მილიონ ლარს) გადასცემს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში კი გუნდი დამატებით 30 მილიონ ლარს მიიღებს.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს 30 ივნისს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე, კიოლნში გამართავს. ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს, 12 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ