საქართველოს საფეხბურო ნაკრების ისტორიული გამარჯვების ფონზე, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის გადაცემული თანხის შესახებ გამოცემა onmanorama წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვების შემდეგ, 10 მილიონი დოლარი (30 მილიონი ლარი) შესწირა.
გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომლის ქონებაც 4,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, ქველმოქმედების სახით, ეროვნულ ნაკრებს, დამატებით, 30 მილიონ ლარს გადაურიცხავს, თუ საქართველოს ნაკრები კვირას ესპანეთს დაამარცხებს.