top_leaderboard
left_sabechdi

პრემიერი: ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, 3 000-მდე კურსდამთავრებულს მისცემს როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალებას

„განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

„ახალგაზრდობის მიმართულებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა „სტუდფესტი“, ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს პროექტები განხორციელდება ზაფხულის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა მიიღო ამ მიმართულებით კანონი და ამ კანონს სჭირდებოდა სათანადო რეალიზება, ხორცშესხმა და სწორედ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. შესაბამისი განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება. ეს იქნება 4-თვიანი სტაჟირება. წელს გვექნება ეს პროექტი საპილოტე რეჟიმში, მომავალ წლებში კი ვეცდებით უფრო მეტად დავხვეწოთ ეს პროგრამა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ