left_sabechdi

გივი მიქანაძე: დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა არ იზიარებს იმ აზრს, რომ ევროპის საბჭოს ფარგლებში, საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მომზადებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„როგორც ჩვენი დელეგაცია, ასევე დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა აბსოლუტურად არ იზიარებს იმ აზრს, რომ საქართველოს მიმართ რაიმე შეზღუდვები უნდა დაწესდეს ევროპის საბჭოს ფარგლებში. ამიტომ მათი არაერთი მცდელობა, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე განხილვისას, ასევე საპარლამენტო სესიაზე ამ საკითხის ხელახლა წამოყენების, სრული ფიასკოთი დამთავრდა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი ინიციატივა ჩავარდა.

 

ასევე იხილეთ