left_sabechdi

გურამ მაჭარაშვილი: აღარ გვიკვირს, რომ რადიკალური ოპოზიცია მტრობს თავის ქვეყანას

“როცა მთელი საქართველო ხარობდა იმით, რომ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ, საქართველოს შეუჩერეთ ევროსაბჭოს წევრობაო”, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„სამწუხაროდ, აღარ გვიკვირს, რომ რადიკალური ოპოზიცია მტრობს თავის ქვეყანას ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ხან ვიზალიბერალიზაციის არმიცემით, ხან კანდიდატის სტატუსის არმიცემით, ახლა ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებით. როცა მთელი საქართველო ხარობდა იმით, რომ მოიგეს ჩვენმა ბიჭებმა და გაერთიანდა მთელი ერი, ამ დროს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროპაში და ამბობდნენ, საქართველოს შეუჩერეთ ევროსაბჭოს წევრობაო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა, მათი ინიციატივა ჩავარდა.

ასევე იხილეთ