“პუტინს ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად, მაღვიძარა არ დაუყენებია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში აშშ-ს შიდა პოლიტიკაზე კომენატს არ გააკეთებენ.
„არ მგონია, ელოდებოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, გაეღვიძა გამთენიისას და შეერთებული შტატების დებატებისთვის ეყურებინა? ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის აქტუალური. ეს ის საკითხებია, რომლებითაც ჩვენი პრეზიდენტი არის დაკავებული. აშშ-ში დებატები ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის“, – განაცხადა პესკოვმა.