leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნუკა არველაძე ნაკრების წარმატებაზე: ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა ამას ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად

2015 წლის მერე ჩაიბარა ფედერაცია და ჩავთვალოთ, გაზარდა ახალი თაობა, დაკვირვებით, ყურადღებით შერჩეული მწვრთნელი და ნაკრების ყველა წევრი. დარწმუნებული ვარ, არ გაჩერდება. ჩვენ ახლა წლების შრომა დავინახეთ ევროპის ჩემპიონატზე. უდიდესი შრომის ფასი დავინახეთ, კარგი ხელმძღვანელის კარგი გუნდი დავინახეთ და ამისათვის მადლობა ლევანს, რადგან ის მაგალითია, თუ როგორ მოაშორო სისტემას წლების მანძილზე მომჯდარი წურბელები და როგორ შექმნა საქმიანი და შედეგის მომტანი გუნდი!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში წერს:

„დღეს მთელი დღე მეფიქრებოდა. ძალიან ბევრმა მითხრა, „საერთოდ არ მაინტერესებდა ფეხბურთი, მაგრამ გუშინ ვუყურეო…“. და ყველა  გაერთიანდა, ზოგი გერმანიაში, ზოგი აქ. თითქოს ერთად, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ზეიმობდა. არ დარჩენილა მხცოვანი, ძუკნას ჩათვლით, ვინც თავს არ იწონებდა ან გერმანიის სტადიონზე, ან აქ, სადმე ჯიგრულად კაფეებში სვეტსკად გათხლაშულები. და რა მოხდა? უბრალოდ, ვერ მიისაკუთრეს ის, რაც სახალხოა, ისინი და ხალხი, ადამიანები, სხვადასხვა მცნებებია!

იმდენად მიწასთან ასწორებდნენ ხან ფედერაციას და ხანაც ფეხბურთელებს. ვერ გაბედეს.  ფეხბურთისგან მაყურებელი და გულშემატკივარი ცოცხალ და თავდადებულ თამაშს ითხოვს და როცა ამას ხედავს, იღებს ყველა შედეგს, რადგან იცის, იქ გული და სული ჩაიდო. მაგრამ თუ მოთამაშე ვერ დაინახავს გულშემატკივრის ერთობას და თანადგომას, ტონუსიც და  მოტივაციაც დაიკარგება. ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა ამას ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. შესაძლოა, თქვენ არა, მაგრამ მე კარგად მახსოვს, რა ქარცეცხლში ატარებდნენ პერიოდულად, რა არ დააბრალეს და რა არ გაუბედეს!

2015 წლის მერე ჩაიბარა ფედერაცია და ჩავთვალოთ, გაზარდა ახალი თაობა, დაკვირვებით, ყურადღებით შერჩეული მწვრთნელი და ნაკრების ყველა წევრი. დარწმუნებული ვარ, არ გაჩერდება. ჩვენ ახლა წლების შრომა დავინახეთ ევროპის ჩემპიონატზე. უდიდესი შრომის ფასი დავინახეთ, კარგი ხელმძღვანელის კარგი გუნდი დავინახეთ და ამისათვის მადლობა ლევანს, რადგან ის მაგალითია, თუ როგორ მოაშორო სისტემას წლების მანძილზე მომჯდარი წურბელები და როგორ შექმნა საქმიანი და შედეგის მომტანი გუნდი!

აი, ასეა საჭირო ყველგან. სწორი მენეჯმენტი და საჭირო ადამიანები არაჩვეულებრივ შედეგს დებენ! ეროვნული ნაკრები ერთობით შეკრული გუნდია, არავინ გაბედოს და ბინძურ პოლიტიკას არ დააკავშიროს! ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, მაგალითი აიღოთ, თუ რა არის საქმის და ადამიანების ერთგულება. ბიჭებს ჩვენ ვჭირდებით, ჩვენი ერთობა და თანადგომა სჭირდება აქაც და იქაც გერმანიაში“, – წერს ნუკა არველაძე.

 

ასევე იხილეთ