leaderboard_below_slide
left_sabechdi

ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ

UFC-ის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობას მიანიჭებენ. აღნიშნულის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

მედიასაშუალება წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დააფასა სპორტსმენისძალისხმევა, თავგანწირვა და სიჯიუტე, რომელმაც იგი მიზნის მიღწევამდე მიიყვანა“.

ილია თოფურიას მეორე ოცნებაც მალე ახდება. ესპანეთის სიყვარული ესპანური პირადობის მოწმობაში აისახება, – ციტირებს გამოცემა პრემიერ სანჩესის სიტყვებს.
შეგახსენებთ, 18 თებერვალს UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ თოფურიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მოახერხა.

თოფურიამ კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა მოიგო, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

ასევე იხილეთ