leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე, მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება

„ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. უკვე გაყიდულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას გუნდისთვის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება ამ მატჩზე დასასწრებად“, –  განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ