გიორგი მამარდაშვილი: ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ
„ყოველდღე ვმუშაობ იმის გამო, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„კონცენტრაცია და მოტივაციაც მაღალ დონეზე გვაქვს თითოეულ ფეხბურთელს, ვემზადებით. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.