„ესპანეთთან თამაშის გამოცდილება მაქვს და ვეცდები გოლი ვერ გაიტანონ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი მედიასთან განაცხადა.
„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, – აღნიშნა მამარდაშვილმა.