top_leaderboard
left_sabechdi

ლუკა ლოჩოშვილი: წინა თამაშზე ვაჩვენეთ, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია – მთავარია ეს ირწმუნო

„ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ეს ჩვენ წინა თამაშზეც ვაჩვენეთ, მთავარია ეს ირწმუნო – ყველა ფეხბურთელს დიდი თავდაჯერებულობა ექნება იმისთვის, რომ შემდეგ მატჩში სასურველი შედეგი ვაჩვენოთ”, – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.

„კმაყოფილი ვარ, რადგან ჩვენთვის წარმატებით დასრულდა პორტუგალიასთან თამაში. ყველამ კარგი პერფორმანსი აჩვენა. დავინახეთ, რომ შეგვიძლია ასეთი დონის გუნდებთან თამაში. ვფიქრობ, რომ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია, ეს ჩვენ წინა თამაშზეც ვაჩვენეთ, მთავარია ეს ირწმუნო. რა თქმა უნდა გავიზარდეთ, ყველასთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ყველა ფეხბურთელს დიდი თავდაჯერებულობა ექნება იმისთვის, რომ შემდეგ მატჩში სასურველი შედეგი ვაჩვენოთ“,- აღნიშნა ლოჩოშვილმა

მან ასევე კრიშტიანუ რონალდუსთან მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა.

„ძალიან კარგი ფოტოა, ბევრი გამოხმაურებაც მოჰყვა. არ ვიცი, უბრალოდ ემოციური ადამიანი ვარ სტადიონზე, მიყვარს ემოციების გამოხატვაც. არ ყოფილა ის ფაქტი, რომ რონალდუა ან რაღაც, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ დონეზე ის კონტაქტი, რაც გვქონდა რონალდუსთან არ არის ისეთი, რომ ასე პენალტი მოეთხოვა“, – განაცხადა ლოჩოშვილმა.

ასევე იხილეთ