leaderboard_below_slide
left_sabechdi

ჯო ბაიდენი: ვერ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე

„ვერ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე”, – ასე მიმართა ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კაროლინაში შეკრებილ მის მხარდამჭერებს.

ჯო ბაიდენმა მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იცის როგორ თქვას სიმართლე და შეასრულოს საკუთარი საქმე.

„ვიცი, რომ ახალგაზრდა არ ვარ, ცხადად რომ ვთქვა. ისე მარტივად არ დავდივარ, როგორც ადრე, არ ვლაპარაკობ ისე მარტივად, როგორც ადრე, არ ვკამათობ ისე კარგად, როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, როგორ ვთქვა სიმართლე ვთქვა. ვიცი, რა არის კარგი და რა ცუდი, ვიცი, როგორ შევასრულო ეს საქმე. ვიცი ის, რაც მილიონობით ამერიკელმა იცის, როდესაც ეცემი შენ ისევ დგები. ისევ არ ვიყრიდი კენჭს, მთელი გულით და სულით რომ არ მჯეროდეს, რომ მე ამ საქმის კეთება შემიძლია“, – აღნიშნა ბაიდენმა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რადგან სასწორზე დემოკრატია დევს.

„ყველაფერზე მეტად, ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი დემოკრატია. ეს არის ის, რაც სასწორზე დევს ამ არჩევნებში“, – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე იხილეთ