ბიძინა ბარათაშვილი: ჩვენმა გუნდმა საყოველთაო სიყვარული გარდა შედეგისა, ასევე დაიმსახურა თავდადებით, ვაჟკაცური ქცევითა და კორექტულობით
ჩვენმა გუნდმა საყოველთაო სიყვარული გარდა შედეგისა, ასევე დაიმსახურა თავდადებით, ვაჟკაცური ქცევითა და კორექტულობით, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბიძინა ბარათაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„მატჩიდან მატჩამდე საქართველოს ნაკრები პროგრესირებს, ამას ყველა სპეციალისტი აღნიშნავს. გერმანიაში, საერთო ფონი პრესაშიც და ტელევიზიებშიც შექმნილია ისეთი, რომ საქართველო არის ყველასთვის მეორე საყვარელი გუნდი. პირველ საყვარელ გუნდში იგულისხმება თავიანთი ეროვნული გუნდი და მეორე საყვარელი გუნდი არის საქართველო. დღეს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო შვიდი ნომინაციით ლიდერობს, რაც წარმოუდგენელი რაღაცაა გუნდისთვის, რომელიც 74-ე ადგილზეა რეიტინგში და მე-6 ადგილზე მყოფ პორტუგალიას პირწმინდად მოუგო. ეს საყოველთაო სიყვარული გუნდმა გარდა შედეგისა, ასევე დაიმსახურა თავდადებითა და ვაჟკაცური ქცევით, ასევე კორექტულობით“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.