top_leaderboard
left_sabechdi

ანალენა ბერბოკი: გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან

„გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან”, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვმუშაობთ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, კანცლერი ოლაფ შოლცი თავის კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან. ეს იყო ცენტრალური საკითხი იმ ბევრ კრიზისში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით და მომავლისკენ ხედვით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ინტენსიური და პროდუქტიული თანამშრომლობა არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ გეოპოლიტიკური ქარიშხლების ფონზე“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ბერბოკმა ღაზაში მიმდინარე მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ბაიდენის მიერ წარდგენილ გეგმას ომის დასასრულებლად.

„განვიხილეთ ღაზაში არსებული დრამატული ჰუმანიტარული მდგომარეობა. ჩვენ ინტენსიურად განვიხილეთ თუ როგორ შეუძლია ჩვენს ორ ქვეყანას წვლილი შეიტანონ ორივე მხარის ტანჯვის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებაში. აქაც ერთიანი ვართ ჩვენს პოზიციაში. ორივესთვის ნათელია, რომ ერთი მხარის უსაფრთხოება მეორის უსაფრთხოებაა. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის წარდგენილ გეგმას. ეს არის ერთადერთი რეალისტური გზა“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ასევე იხილეთ