გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ევრო 2024-ის ახალი ფორმატი სწორი გადაწყვეტილებაა, საქართველოს ნაკრები ამას ადასტურებს
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე ფორმატი 24 გუნდით ოპტიმალურია და მაგალითად საქართველოს ნაკრები დაასახელა.
„პატარა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ დიდ ტურნირში მონაწილეობა. ეს ყოველთვის საინტერესოა. ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს ნაკრებია. ეს გუნდი თითოეული თამაშის შემდეგ უკეთ და უკეთ გამოიყურება, რაც წარმოუდგენელია.
ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული ტურნირია და თავისთავად ყველასთვის საინტერესოა. საქართველოს ნაკრები კი ადასტურებს, რომ ევროპის ჩემპიონატის ახალი ფორმატი სწორი გადაწყვეტილებაა“, – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Bayern & Germany.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრებმა ბოლოს 2012 წელს მიიღო მონაწილეობა. საქართველო ევრო 2024-ის პლეი ოფში ჯგუფში მესამე ადგილიდან გავიდა. ვილი სანიოლის გუნდი ტურნირის 1/8 ფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.