საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს პრეს-ტურს ისრაელიდან. მეცხრე არხის გადაცემა „საკუთარი აზრის“ წარმომადგენლები გადაიღებენ და დაამზადებენ გადაცემათა ციკლს საქართველოზე. გადაცემათა ციკლის შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველო ტურისტებისთვის.
საქართველოში ვიზიტის დროს, ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, ბორჯომს, გუდაურს, გორს, კახეთის რეგიონს, ქუთაისსა და ბათუმს.