leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით მათიკაშვილი: პრემიერს საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში ჰქონდა 

“პრემიერს ჰქონდა წარდგენილი საოცრად კარგი, შინაარსიანი ანგარიში საზოგადოების წინაშე”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  საპარლამენტო უმრავლესობის წვერმა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხის დაკვეთა და არა ის, რა იქნება დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან. ეს ყველაფერი პრემიერმა საზოგადოებას ძალიან კარგად გადასცა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც პრემიერმა საზოგადოებას უთხრა, ეს არის ხვალინდელი დღე – გაერთიანებული საქართველო და დამარცხებული სიღარიბე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 28 ივნისს პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგა.

 

ასევე იხილეთ