“ესპანეთს კარგად ვიცნობთ. ბოლო 3 წელში ოთხჯერ ვითამაშეთ და ოთხივეჯერ დავმარცხდით, მაგრამ ხვალ რადიკალურად განსხვავებული შეხვედრა იქნება”,– ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მოედანზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
“ესპანეთს გოლი არ გაუშვია და საუკეთესო გუნდია ტურნირზე. სწორედ, ამიტომ ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული მატჩი იქნება. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს… ჩვენ უკვე მოვიგეთ ევრო 2024. დასაკარგი არაფერი გვაქვს და მოედანზე საბრძოლველად გავალთ”, – განაცხადა სანიოლმა.