leaderboard_below_slide
left_sabechdi

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ” და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც.

მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც.

„კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთიანია, ამაყია, ძლიერია თითოეული ქართველი. ეს იყო ნამდვილად ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ 26-ში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგი, ეს არის, მათ შორის, მთავრობის დამსახურება.

წლების განმავლობაში ხდებოდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა. მაქსიმალურად მოხერხდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო და სპორტსმენებს საშუალება ჰქონოდათ ეკეთებინათ მათი საქმე. რა თქმა უნდა, სპორტის და ფეხბურთის ნამდვილი ქომაგობის მაგალითია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე 2 ათწლეულია ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე გააკეთა. მათ შორის, სპორტის მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. შედეგებს,  რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში – სწორედ, ამ ქველმოქმედების და მხარდაჭერის შედეგია.

ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ” და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა”,  – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.   

ასევე იხილეთ