საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ფიქრობს, რომ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ საქართველოსთან მიმართებაში მხარდაჭერილ რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი ქართულ მართლმსაჯულებასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ჩარევაა. ამის შესახებ ბითაძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა აღიარა, რომ ქართული მართლმსაჯულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის მართალი, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბოლო წუთში, რადიკალური ოპოზიციის ლობისტების მხრიდან ჩნდება ჩანაწერი. ეს არის პირდაპირი ჩარევა როგორც ქართულ მართლმსაჯულებაში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში“, – აღნიშნა ბითაძემ.