leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოთარ კაკაბაძე: ყველანაირად ვეცდებით, არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ

“ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან პოზიტიური გარემოა, ძალიან დიდი მონდომებით, შემართებით, ვემზადებით. მიუხედავად ძალიან რთული მეტოქისა, ყველამ კარგად ვიცით ესპანეთის ნაკრები რამხელა ძალას წარმოადგენს, ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დამთავრდეს ჩვენთვის ეს ევროპის ჩემპიონატი და ის ბედნიერი დღეები, რაც ერთად გავიარეთ ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, კიდევ რამდენიმე კვირით გავიგრძელოთ“, – აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.

 

ასევე იხილეთ