leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ტალიაშვილი: ჩემი მიზანია კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ ევროსაბჭო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია

“წითლიძე-ბეჟაშვილის ინიციატივის შემდეგ, გარკვეული გაოცება და გაკვირვება წარმოიშვა ევროსაბჭოში. ჩემი მიზანი იქნება, კიდევ ერთხელ გავაჟღერო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ევროსაბჭო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„დელეგაციის წევრი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ აინიცირებს საკითხს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის წევრობის შებოჭვას, ქვეყნის შეზღუდვას ისეთ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, როგორც არის ევროპის საბჭო, რომელიც 46 ქვეყანას აერთიანებს, რომელიც არსებობის 75 წელს, ხოლო ჩვენი ქვეყანა ამ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან და შინაარსიან 25 წელს ითვლის. ამ ორგანიზაციაში მე სხვადასხვა მანდატით და სხვადასხვა პოზიციაზე ჩართული ვარ თითქმის 10 წელია და არ მახსენდება, ასეთი ინიციატივით ქვეყნის წევრები გამოსულიყვნენ.

არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. მხოლოდ დაინტერესებული პირების ვიწრო წრეს აქვს ინფორმაცია, ესა თუ ის წევრი რას წარმოადგენს ამ დელეგაციაში. ამიტომ, როდესაც ფურცელზე აღბეჭდილია სახელი, გვარი და ქვეყანა, უკვე ნიშნავს, რომ ქვეყანა მონაწილეობს, ეს არის ქვეყნის სურვილი. ამიტომ ეს არის უპრეცედენტო, რთული, პრობლემური საკითხი, რომელიც შექმნა წითლიძე-ბეჟაშვილის ინიციატივის შემდეგ. გარკვეული გაოცება, გაკვირვება ამ საკითხმა უკვე წარმოშვა ევროსაბჭოში. ჩემი მიზანი იქნება, რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ ევროსაბჭო არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და საქართველოს სახელმწიფოს პოზიციონირება აქ არის ცალსახად მხოლოდ დიალოგზე და მხოლოდ თანამშრომლობაზე ორიენტირებული“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა,  ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი ინიციატივა ჩავარდა.

ასევე იხილეთ