ჯოზეფ ბორელი: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გაღრმავებაზე ვისაუბრე, რომელიც კარგ გზაზეა. ასევე, განვიხილეთ გამოწვევები სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის მიღწევისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობისთვისა და სტაბილურობისთვის”, – წერს ბორელი.