უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ამასთან, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებს.
კულებამ კოლეგას შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტში სომხეთის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და კიევის მშვიდობის ფორმულა გააცნო.