leaderboard_below_slide
left_sabechdi

თამარ ტალიაშვილი: არჩევნებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ხელისუფლებამ ის გააკეთა, რომ ევროპის საბჭოს მიმართა, დამკვირვებლების დიდი რაოდენობა გამოეგზავნა

“უნდა ითქვას, არჩევნებთან მიმართებით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ილია დარჩიაშვილმა მიმართა ევროპის საბჭოს, ასევე საპარლამენტო ასამბლეას, საქართველოში დამკვირვებლების ფართო წრე და დიდი რაოდენობა გამოეგზავნა”,  – ამის შესახებ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ დამკვირვებლები, რომლებსაც ევროპის საბჭო გამოაგზავნის, აღჭურვილნი იქნებიან ობიექტურობითა და მიუკერძოებლობით.

„იყო არჩევნებზე დამკვირვებელი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურობას, მიუკერძოებლობას, პროფესიონალიზმს. ამიტომ მე მხოლოდ შემიძლია გამოვთქვა იმედი,  დამკვირვებლები, რომლებსაც გამოაგზავნის ევროპის საბჭო, აღჭურვილნი იქნებიან სწორედ, ამ ძალიან მნიშვნელოვანი თვისებებით. მთავარია, რომ სახეზე იყოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

 

 

ასევე იხილეთ