ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან, მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდამსხმელმა პოლიციის მიმართულებით მშვილდ-ისარი ისროლა, რასაც სამართალდამცველის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაიღუპა.
მედიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი უცნობია.