leaderboard_below_slide
left_sabechdi

გია ცეცაძე: ფეხბურთი საქართველოს იდენტობის ნაწილია

“ფეხბურთი გენში გვაქვს. ყინულის ჰოკეის ისე კარგად ვერ ვითამაშებთ, როგორც ფეხბურთს. ეს მენტალობიდან, თვითონ მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრ რამეზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში მწვრთნელმა გია ცეცაძემ განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ ფეხბურთი არის საქართველოს, როგორც ქვეყნის, თვითონ ქართველების იდენტობის ნაწილი, რომლითაც შეიძლება ძალიან კარგად თავის წარმოჩენა. ფეხბურთი იმდენად პოპულარულია, იმდენად სოციალური მოვლენაა, რომ დღევანდელ დღეს სპორტს უკვე გასცდა.

ჩვენ ამაში ვართ წარმატებული, ღმერთისგან ნიჭი გვაქვს, როგორც სხვა უამრავი ნიჭი და როდესაც ამას ვიყენებთ ჩვენ, სხვა რამეებსაც ვგულისხმობ, შეუჩერებელია საქართველო და საქართველოში მცხოვრები ადამიანი.

დღესდღეობით ამას აჩვენებს ჩვენი ეროვნული ნაკრები და ამიტომ უკვირთ, მაგრამ ხვალ აღარ გაუკვირდებათ. ვიღაც ჩახედავს ისტორიას, ვისაც უკვირს, რა გვაქვს გამოვლილი საფეხბურთო ისტორიის მხრივ.

ბევრმა იცის, სხვათაშორის, რას წარმოვადგენთ. ჩვენი დღევანდელი ფეხბურთით საზოგადოებას არა მხოლოდ დღევანდელობას, არამედ ჩვენ წარსულსაც ვაცნობთ“, – აღნიშნა გია ცეცაძემ.

ასევე იხილეთ