leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება.

„ქართულ პოლიტიკას აფინანსებენ ქართველი გადასახადის გადამხდელები. უცხოურ ფულს ქართულ პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ვინც კადრულობს, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აწარმოოს და თან გამიზნულად ურევს ერთმანეთში პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, ამით საკუთარ დაბალ სტანდარტს, უპასუხისმგებლობას და დემოკრატიული პროცესების მტრობას ადასტურებს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“.

ქართულ პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების საკითხს, რომელიც ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თავად მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ თუ კონკრეტული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ხვდება, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ასევე იხილეთ