top_leaderboard
left_sabechdi

იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან, აქცია გაიმართა

იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან, აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეკრებილი მოქალაქეები მთავრობის შეცვლასა და მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ.

“ჩვენ მათ არ მივატოვებთ”, – სკანდირებენ დემონსტრანტები.

როგორც ცნობილია, აქცია სამართალდამცავებმა დაშალეს. დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ასევე იხილეთ