top_leaderboard
left_sabechdi

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ოლქში 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ კურსკის, ლიპეცკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ორიოლისა და ბელგოროდის ოლქებში 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 15 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ტერიტორიაზე, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკის ტერიტორიაზე, ოთხ-ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟისა და ბრიანსკის ტერიტორიებზე და ორ-ორი უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლისა და ბელგოროდის ტერიტორიებზე“, – აცხადებენ უწყებაში.

მანამდე, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტემოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევი საცხოვრებელი სახლის სახურავს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ასევე იხილეთ