top_leaderboard
left_sabechdi

გია ცეცაძე: მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ეტაპიც გადავლახოთ

“მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, უნდა ვეცადოთ, რომ ეს ეტაპიც გადავლახოთ”, – ამის შესახებ მწვრთნელმა გია ცეცაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს ვეთამაშებით, რომელსაც ყველა კომპონენტში ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამიტომ ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ ჩვენმა წინა თამაშებმა, განსაკუთრებით კი პორტუგალიასთან თამაშმა, ჩაგვისახა იმედი, რომ ამ ეტაპზე ჩვენ არ ვართ უპირობოდ აუტსაიდერები და უნდა ვეცადოთ, რომ ეს ეტაპიც გადავლახოთ“, – აცხადებს ცეცაძე.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ