leaderboard_below_slide
left_sabechdi

შვედეთის თავდაცვის მინისტრი: რუსეთი დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში

შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი აცხადებს, რომ  რუსეთი დაინტერესებულია პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში. შესაბამისი განცხადება პოლ იონსონმა Bild-თან ინტერვიუში გააკეთა.

”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, არის ნატოს გაძლიერება და შეკავებასა და თავდაცვაზე ფოკუსირება”, – აღნიშნა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ალიანსის მიზანია არა ევროპაში შესაძლო ომის მოგება, არამედ მისი თავიდან აცილება.

„ვთვლი, კრემლი და თავად პუტინი აცნობიერებენ, რომ ამ ომს წააგებენ. ვფიქრობ, რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში“, – აღნიშნა იონსონმა.

ასევე იხილეთ