leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 4 361 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 892 700 ლარია გამოყოფილი.  პროექტს კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი გაეცნენ.

 

ასევე იხილეთ