leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ბუქარესტში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით მიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტს.

თავის გამოსვლაში მან ისაუბრა საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და არსებულ გამოწვევებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის 20% და 300 000-მდე ადამიანია დევნილი.

მან ასევე ხაზი გაუსვა რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების ნაწილი კვლავაც არ იყენებს ტერმინს – ოკუპაციას.

“წლებია მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მოლაპარაკებები, მათ შორის, ეუთო- თანათავმჯდომარეობით, თუმცა სამშვიდობო პროცესის დარეგულირება მაინც ვერ ხდება“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გამოსვლის დასასრულს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი ქმედითობისკენ მოუწოდა.

ასევე იხილეთ