სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა.
მათივე ინფორმაციით, ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოვიდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება გაეწევა.