“ნაცმოძრაობა” საქართველოს წინააღმდეგ ინტენსიურად ილაშქრებს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნას.
„მხოლოდ ამ ფორუმზე არა – დერეფნები სავსეა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებით, ჩვენ გვაქვს კავშირები, კოლეგები გვირეკავენ და გაოცებულები არიან ისინიც კი, ვისაც კრიტიკული შეხედულებები აქვთ. ამათი საქციელი იმდენად ამაზრზენი და მიუღებელია, რომ ვფიქრობ, ეს არც ევროპელებს დარჩათ ყურადღების მიღმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა – ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, თუმცა მათი ინიციატივა ჩავარდა.