top_leaderboard
left_sabechdi

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. იზმირის პროვინციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის 16 კერა დაფიქსირდა. ძლიერი ხანძრის გამო, სილჩუკსა და კუშადასს შორის საავტომობილო მიმოსვლაა შეფერხებული. რამდენიმე დასახლებული რაიონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.

ასევე იხილეთ