leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო მიქიაშვილი: ძვირფასი ქართველი – ბატონი ანზორ მაძღარაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

„სამშაბათს ბატონ ანზორს მშობლიურ სოფელ ზემო მაჩხაანში წაასვენებენ და დაკრძალავენ. ნათელის მის სულს, იმ ქვეყნად”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს.

„ძვირფასი ქართველი – ბატონი ანზორ მაძღარაშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ჯამში 50 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა სოფელ მირზაანში არსებულ ფიროსმანის სახლ-მუზეუმს. ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, შეგიძლიათ, დღეს და ხვალ თბილისში პანაშვიდზე მიხვიდეთ (მისამართი – მახათას აღმართი N55. საპანაშვიდე დარბაზი). სამშაბათს ბატონ ანზორს მშობლიურ სოფელ ზემო მაჩხაანში წაასვენებენ და დაკრძალავენ. ნათელის მის სულს, იმ ქვეყნად.

ბატონი ანზორის როლი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებისა და შეგროვების საქმეში როგორი იყო, ამაზე „ობიექტივის” პირდაპირ ეთერში რვა ივლისს ხუთის ნახევარზე, გადაცემა „მემკვიდრეობაში” ისაუბრებენ მისი თანამოსაქმეები – მირზაანის მუზეუმის ფონდების ყოფილი მცველი, ქალბატონი დალი ფიროსმანაშვილი; ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმის კურატორი, ქალბატონი დალი ლომთათიძე და დედოფლისწყაროში გამომავალი გაზეთ “შირაქის” რედაქტორი, ილია მარტყოფლიშვილი.

ბატონი ანზორი არაერთხელ იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. ამასთან, 2017-ში, ფიროსმანობა დღეს, მირზაანში გადაღებული მაქვს უნიკალური ვიდეომასალა; მთელი მუზეუმი ერთად შემოვიარეთ – ბატონი ანზორი მესაუბრებოდა, მე ამ საუბარს ვიდეოკამერით ვიღებდი. ეს კარგი ფოტო კი გადავუღე სააპელაციო სასამართლოს წინ, 2016 წელს, როცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო. ჩემს გადაღებულ კადრებს უსათუოდ შემოგთავაზებთ „ობიექტივის” პირდაპირ ეთერში, ჩემს რომელიმე მომდევნო გადაცემაში” – წერს ნინო მიქიაშვილი.

ასევე იხილეთ