top_leaderboard
left_sabechdi

მარინ ლე პენი: მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა, დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა

„მაკრონის გუნდი, პრაქტიკულად, განადგურდა”, – ამის შესახებ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა განაცხადა.

ლე პენმა აღნიშნული განცხადება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამომრჩევლებისთვის მიმართვისას გააკეთა.

„დემოკრატიამ თავისი სათქმელი თქვა, ფრანგებმა ეროვნული გაერთიანება და მისი მოკავშირეები სათავეში დააყენეს“, – განაცხადა ლე პენმა.

მარინ ლე პენის თქმით, ხალხს აშკარად სურს „გვერდის გადაფურცვლა შვიდწლიანი დამამცირებელი და გამანადგურებელი მმართველობის შემდეგ“.

ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა სთხოვა ხალხს, ხმა მისცენ ეროვნულ გაერთიანებას მეორე ტურშიც, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.

„ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური უმრავლესობა, რათა ეროვნული გაერთიანების ლიდერი, ჯორდან ბარდელა ერთ კვირაში დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს.

ასევე იხილეთ