მადლობა ქართული სასწაულისთვის – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ შედეგებს მთავრობამ ფოიერვერკი მიუძღვნა

მადლობა ქართული სასწაულისთვის – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა.
მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ მიღწეულ ისტორიულ შედეგებს მიეძღვნა.