top_leaderboard
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მათ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით

„ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მათ მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-ესპანეთის თამაშის შემდეგ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მე პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო ბიჭებს. ვნახე და პირადადაც გადავუხადე მადლობა. ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაში ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს. მადლობა ბიჭებს ამისათვის. ახლაც პოზიტიური ემოციებით ვარ თავიდან ბოლომდე დამუხტული, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ესპანეთი არის ევროპის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რთული იყო თამაში, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.

ასევე იხილეთ