top_leaderboard
left_sabechdi

გიორგი ქოჩორაშვილი: ვიცით, რამხელა ტურნირზე ვითამაშეთ. აქამდე მოვედით დიდი თავდადებითა და ტალანტით

გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

„ვიცით, რამხელა ტურნირზე ვითამაშეთ. აქამდე მოვედით იმ დიდი თავდადებითა და ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს. პირველ ტაიმში ვეცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა, დაცვითი თამაში და შემდეგ წინ სწრაფად გადასვლა.

მაგრამ, ცუდი რამ მოხდა, როდესაც ჩვენი ნახევარმცველი კიტეიშვილი დაიმტვრა და ყველაფერი, თითქოს, შეიცვალა. ალთუნაშვილიც კარგად გამოვიდა, თუმცა ოთარი მაინც დაგვაკლდა.

მეორე ტაიმშიც იგივე ფეხბურთის ჩვენებას შევეცადეთ. მათ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ. არაფერია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება. მეტი არაფერი დაგვრჩენია, რადგან პატარები გვიყურებენ.

ნაკრებში ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდივარ. ეს ჩემი ოჯახია, სადაც შემიძლია ვიხუმრო, ვითამაშო. ამიტომ, შემდეგ შეკრებას დიდი მოლოდინით დაველოდები, რათა გუნდურად და ინდივიდუალურად უფრო გაძლიერებულები დავბრუნდეთ, საქართველოს კი მეტი წარმატება მოვუტანოთ“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

ასევე იხილეთ